“უსაფრთხოების სამსახურის ქმედითუნარიანობა და წარმატებული საქმიანობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებითაც დასტურდება” – პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სუს-ის უფროსის პირველ მოადგილეს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, ალექსი ბატიაშვილს მოუსმინეს.
„შეხვედრაზე, ნდობის ჯგუფის წევრებმა, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რასაც უწყება ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ ახორციელებს. ასევე, დეტალურად იყო განხილული ის ნაბიჯები, რომლებსაც სამსახური უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის და მათგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, პრევენციისა და ნეიტრალიზაციისთვის დგამს “, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით ერთ-ერთი გამორჩეული უწყებაა და ნდობის ჯგუფის ფორმატში, სხვადასხვა საკითხზე, მნიშვნელოვანი მოსმენები იმართება.
„სამსახურის საქმიანობა არის წარმატებული და ჩვენი მხრიდან მაღალ შეფასებას იმსახურებს. უსაფრთხოების სამსახურის ქმედითუნარიანობა და წარმატებული საქმიანობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებითაც დასტურდება“, – აღნიშნა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ნდობის ჯგუფის წევრებმა: ალექსანდრე ტაბატაძემ და ანრი ოხანაშვილმა მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

Julius Baer-ი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული – გიორგი ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით – ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ

შვეიცარიული საბანკო სისტემა, “გლობალური ომის პარტიის” ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ საქართველოს დაუფარავად ებრძვის. Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე