მუხიკა, – რომელიც ცხოვრების მოკრძალებული წესით იყო ცნობილი და პრეზიდენტობის ვადის დასრულებიდან 5 წელიწადში პოლიტიკა დატოვა, – ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა.
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი ამხანაგი, პეპე მუხიკა, – პრეზიდენტი, აქტივისტი, წინამძღოლი და ლიდერი გარდაიცვალა. ძალიან მოგვენატრები, ძველო მეგობარი“, – დაწერა დღეს საღამოს, 13 მაისს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა იამანდუ ოსრიმ X-ზე.
იგი 2010-15 წლებში იყო ურუგვაის პრეზიდენტი.
მისი ხუთწლიანი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევად მიიჩნევა: სიღარიბის დონის დაწევა (18.5 პროცენტიდან 9.7-მდე), ქვეყნის ისტორიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (6.3%), აბორტებისა და ერთი და იმავე სქესიანი ადამიანების ქორწინების ლეგალიზაცია; ასევე, მარიხუანის მოყვანისა და გამოყენების ლეგალიზაცია, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის. ურუგვაის პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა შექმნილიყო სოციალური გეგმა „ერთად“.
ის აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო.
„პუტინის მმართველობა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია მსოფლიოში, – ამბობდა ის CNN-თან 2022 წელს, – პუტინს საზიზღარი მიზნები აქვს, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმპერიული თავდასხმა ნაციაზე [უკრაინელები], რომელთანაც [რუსეთს] არცთუ მარტივი ისტორიული წარსული აკავშირებს“.
ვრცლად მის შესახებ იხილეთ:
ასევე ნახეთ სამარტოო საკანში ტყვეობიდან ქვეყნის პრეზიდენტობამდე – როგორ თქვა უარი ხოსე მუხიკამ ფუფუნებაზე და ისტორიაში შევიდა
ფორუმი
