ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და მტკიცე მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს

რუსეთმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს.
ს დაუნდობელი დაბომბვების კიდევ ერთი ღამე, რის შედეგადაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპა. ასევე, დაზიანდა კიევში ჩვენი წარმომადგენლობა. ჩვენი წარმომადგენლობის თანამშრომლები კარგად არიან. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩევლად თავდასხმები ახლავე უნდა შეწყვიტოს და სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს ზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, კიევში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-ს აღწევს, მათ შორის 4 ბავშვია.