ურსულა ფონ დერ ლაიენი – მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა, სისუსტე უფრო მეტ ომს შობს – ევროპის თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ლონდონის თავდაცვის სამიტზე ხაზს გაუსვამს ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი.
„მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა.
„მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა. სისუსტე უფრო მეტ ომს შობს. ევროპის თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)