– მნიშვნელოვანია, რომ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს – უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს. უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.