ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“
მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრისას აღნიშნა, უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს.
„უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება იყოს: იქნება ეს სხვა მესამე ქვეყანასთან თანამშრომლობა თუ მესამე ქვეყნების დახმარება. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს.
საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინამ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ვიდრე უკრაინაში სისხლის ღვრა გაგრძელდება, ევროკავშირი ს წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და მოუნელებელია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი- საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ თბილისი იყოს უფრო სუფთა, მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე ქალაქი