ურსულა ფონ დერ ლაიენი – კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს

კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ს მიერ ზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„რუსეთმა წუხელ უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც როგორც სამთავრობო შენობები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები იყო. კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი განცხადებით, ევროპა სრულად უჭერს მხარს უკრაინას.
„ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ვქმნით უსაფრთხოების ხანგრძლივ გარანტიებს და ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მკვლელობები უნდა დასრულდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ