– კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ – ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა -ის პრეზიდენტთან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა დამატებითი ზომებით რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ.
ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას.
ს ომის ეკონომიკა, რომელსაც წიაღისეული საწვავისგან მიღებული შემოსავლები ინარჩუნებს, ში სისხლისღვრას აფინანსებს.
ამის დასასრულებლად ევროკომისია ს წინაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარების წინადადებით გამოვა,” – წერს ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლება