ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს ესაუბრა

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ სა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.
„კიევზე მასიური დარტყმების შემდეგ, რომელმაც ჩვენი ოფისები დააზიანა, ახლახან პრეზიდენტ ზელენსკის, შემდეგ კი დონალდ ტრამპს ვესაუბრე. პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ჩვენ უკრაინისთვის მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველვყოთ, რაც ქვეყანას „ფოლადის ზღარბად“ აქცევს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
მისი თქმით, „ევროპა თავის როლს სრულად შეასრულებს“.
„მაგალითად, ჩვენი თავდაცვითი მექანიზმი SAFE, მამაცი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი იქნება“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ