ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ შეგვიძლია, რომ ევროპის დასაცავად სხვებზე დამოკიდებულები ვიყოთ. ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა „კარგია, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელად“.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 740-ზე მეტი დრონითა და რაკეტით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმასაც გამოეხმაურა.
„ნათლად ვხედავთ, რომ ომი კვლავ მძვინვარებს და რუსეთის საფრთხე კვლავ არსებობს. რუსეთი სწრაფ გადაიარაღებას ახორციელებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
