ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჟოზეფ ბორელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოავლინა თავისი ცხოვრების განმავლობაში. იგი მამაცურად დაბრუნდა რუსეთში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მან იმედი მისცა რუსეთში დემოკრატებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ლეგიტიმურ პოლიტიკურ და ანტიკორუფციულ საქმიანობას უპასუხა პოლიტიკურად მოტივირებული ზომებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ის ნელ-ნელა მოკლეს პუტინმა და მისმა რეჟიმმა, რომელთაც არაფრის ეშინიათ იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარი ხალხის განსხვავებული აზრისა. ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ პასუხი ვაგებინოთ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაადგინოს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული ყველა ფაქტი. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს