ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ პარიზში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა ხელოვნური ინტელექტის მოქმედების სამიტის ფარგლებში შედგება, რომელიც 10-11 თებერვალს იმართება.
ამასთან, ევროკომისიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენი 14 თებერვალს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში