ურსულა ფონ დერ ლაიენისგან 20-მდე ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ქიმიური მოწამვლის საქმით დაინტერესებას ითხოვს (ვიდეო)

ევროპელი დეპუტატები იმ წერილის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს უნდა გაუგზავნონ. ურსულა ფონ დერ ლაიენისგან 20-მდე ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ქიმიური მოწამვლის საქმით დაინტერესებას ითხოვს. მოთხოვნის ხელმომწერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ევროკომისიაში კვირის ბოლოს გდაიგზავნება.

წერილი, რომელიც ტვ პირველმა ნახა, 3 კითხვისგან შედგება. ევროდეპუტატებს აინტერესებთ, როგორ აფასებს ევროკომისია BBC-ის გამოძიების სანდოობას, ასევე რა დამატებითი ზომების მიღებას აპირებენ შესაბამისი პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და რამდენადაა ეს რეალობა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან თავსებადი. ტვ პირველთან ინტერვიუში წერილის ერთ-ერთი ინიციატორი ამბობს, რომ საქართველოს კრიმინალები მართავენ და ისინი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებენ.

რატომ დაიწყო საუბარი ქიმიური მოწამვლის საქმის საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე — მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 5 დღეში ჩატარებული გამოძიებაა, რომელმაც პასუხების გაცემის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ამ დრომდე ხალხმა არ იცის რით მოწამლეს, რა ნივთიერება და რა დოზით გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რამაც ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…