ურთულეს ჯგუფში – EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

დღეს, 27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 2025 წლის ევრობასკეტის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა:
A ჯგუფი: პორტუგალია, , ლატვია, თურქეთი, სერბეთი, ჩეხეთი.
B ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, შვედეთი, მონტენეგრო
C ჯგუფი: კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
D ჯგუფი: ისლანდია, საფრანგეთი, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია, .
შეგახსენებთ, ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება, მას კვიპროსი, ფინეთი, ლატვია და პოლონეთი უმასპინძლებენ. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი-ოფში გავა და ეს 16 ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში მერვედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას.
საქართველოს
ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართავს.
ცნობისთვის, საქართველო ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.