ურზულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით იყრის კენჭს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ იბრძოლებს მეორე ხუთწლიანი ვადით ამ პოსტის დასაკავებლად.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 65 წლის ფონ დერ ლაიენმა გერმანიის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ხელმძღვანელობას ბერლინში გამართულ შეხვედრაზე დღეს აცნობა.
“აბსოლუტურად შეგნებულ და გააზრებულ გადაწყვეტილებას ვიღებ. მინდა, ჩემი კანდიდატურა მეორე ვადით წარვადგინო”, – ნათქვამია პარტიის გამგეობის მიერ ამ სხდომის შესახებ გავრცელებულ ცნობაში.

ურზულა ფონ დერ ლაიენის გეგმების შესახებ ცნობის ფონია ულტრამემარჯვენე ძალების შესაძლო ზრდა ივნისში დანიშნულ ევროპარლამენტის არჩევნებში, რომლის შემდეგიც გავლენას მოახდენს ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეცვლაზე. გარდა ამისა, ბლოკისათვის გამოწვევას წარმოადგენს ს აგრესია ში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი დაპირისპირება და ასევე -ის მომდევნო არჩევნებში, ს პოტენციური გამარჯვება.
ურზულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად მიერ ვადით არჩევნებისთვის დასჭირდება ევროკავშირის ლიდერების მხარდაჭერა და საკმარისი რაოდენობის ხმები არაერთგვაროვან ევროპარლამენტში.
ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) 6-7 მარტს ბუქარესტში გამართულ კონგრესზე უნდა წამოაყენოს.
ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე 2019 წლის ივნისში ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებით დაინიშნა. იგი ამ პოსტს 2019 წლის 1 დეკემბრიდან იკავებს. ევროკომისიის ხელმძღვანელის თანამდებობის შემდეგი ვადა 2024 წლის დეკემბრიდან 2029 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ