უპრეცედენტო ფასდაკლება „ბიბლუსი ჯგუფის“ აუთლეტ ბაზრობაზე – იხილეთ კატალოგი და მოემზადეთ შოპინგისთვის

სეზონის ყველაზე დიდი შოპინგი – იწყება! წარმოიდგინეთ: მიდიხართ ერთ სივრცეში, სადაც დაგხვდებათ პრემიუმ ხარისხის სათამაშოები, ხარისხიანი საბავშვო ტანსაცმელი, საინტერესო წიგნები და საკანცელარიო ნივთები უპრეცედენტო ფასდაკლებით. ამას დამატებული ქეშბექი — დიახ, ზუსტად ასე შეძლებთ შეიძინოთ მრავალფეროვანი პროდუქცია 23-25 მაისს, „ჰუალინგ პლაზაში“, გრანდიოზულ აუთლეტ ბაზრობაზე.
აუთლეტ ბაზრობის ორგანიზატორი გახლავთ „ბიბლუსი ჯგუფი“. ადგილზე დაგხვდებათ თქვენთვის კარგად ნაცნობი ბრენდები: „ბიბლუსი“, XS Toys, „პეპელა“ და Carter's-ი, რომლებიც თავიანთ პროდუქციას 40%-დან 70%-მდე ფასდაკლებით წარმოადგენენ. ხოლო, თუ „საქართველოს ბანკის“ Mastercard ბარათით გადაიხდით, დამატებით 30%-იან ქეშბექსაც მიიღებთ (ლიმიტი 100 ლარამდე).
ეს არის უნიკალური შანსი, შეიძინოთ ყველაფერი ერთდროულად, საჭირო ნივთები და სასურველი საჩუქრები, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად.
დაათვალიერეთ კატალოგი, სადაც წარმოდგენილია ფასდაკლებული ასორტიმენტის ნაწილი: სათამაშოები, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, ბავშვის ტანსაცმელი და უამრავი საჭირო ნივთი. გაითვალისწინეთ, კატალოგი არ მოიცავს სრულ ასორტიმენტს, აუთლეტ სივრცეში გაცილებით მეტი არჩევანი დაგხვდებათ!
ესტუმრეთ აუთლეტ ბაზრობას 23 24 და 25 მაისს, 11:00-დან 21:00 საათამდე და ისარგებ­ლეთ განსაკუთრებული ფასდაკლებითა და ქეშბექით.
როგორ მიხვიდეთ მარტივად Hualing Plaza-ში:
· ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან – ავტობუსი #350
· ვარკეთილის მეტროდან – ავტობუსი #377
· ვარკეთილის მეტროდან – მიკროავტობუსი #493
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)