უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით, თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“

უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით, თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“
თქვენ იცით, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით. თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ, მათ ოფისზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ აქტივისტების დადანაშაულებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ რაიმე ნიშნები არის, წარმოადგინონ მტკიცებულებები და გამოძიება ჩატარდება. მისივე განცხადებით, ხელისუფლების ინტერესებშია ქვეყანაში მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება.
„ჩვენს ინტერესებში ასეთი რამე საერთოდ არ შედის. შესაბამისად, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენგან ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინა, თუ რამე ნიშნები არის, წარმოადგინონ მტკიცებულებები და რა თქმა უნდა, გამიძიება ჩატარდება. ჩვენს ინტერესებშია მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი