უპერსპექტივო მოწოდებაა, ეს იქნება ხელოვნური დეკლარირება, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ რა იდეოლოგიის ირგვლივ, საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება – ბექა ოდიშარია ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივაზე

“ლელოს” ლიდერის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ, უკვე გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ახერხებს მმართველი გუნდის დამარცხებას, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გაერთიანდნენ მცირე პარტიები.
მმართველი გუნდი კი ოპოზიციის გაერთიანების მიზანს ვერ ხედავს.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ს განცხადებით, მცირე ოპოზიციური პარტიების ხელოვნური გაერთიანება შედეგს ვერ გამოიღებს.
“უპერსპექტივო მოწოდებაა, რადგან თავად განაცხადეს, როგორც გახარიას პარტიამ, რომ მათ აქვთ ანტაგონიზმი და ურთიერთშეუთავსებლობა. ეს იქნება ხელოვნური დეკლარირება იმისა, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ რა შინაარსით, რა იდეოლოგიის ირგვლივ, საზოგადოებისთვის თავდაპირველად გაუგებარი იქნება, ხოლო ს შედეგების გამოცხადებისთანვე იქნება აბსოლუტურად ცხადი და გასაგები”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.