ჩემპიონშიფის ოცდამეცამეტე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე „მიდლსბრო“ 1:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ 90+1-ე წუთამდე ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.5, sofascore 7.1, whoscored 7.0.
„უოტფორდი“ 45 ქულით მეათე ადგილზეა და 23 თებერვალს „ლუთონს“ უმასპინძლებს.
მიდლსბრო – უოტფორდი 0:1
გოლი: სისოკო (40)
