ჩემპიონშიფის ოცდამეერთე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩი“ 2:1 დაამარცხა.
დუბლი ვაკუნ ბაიომ შეასრულა, რომელსაც ორივე საგოლე გადაცემა როკო ვატამ გაუკეთა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ბაიოს შემდეგ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: whoscored 8.2, sofascore 7.9, flashscore 7.9.
„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 21 დეკემბერს გასვლაზე „ბარნლის“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი – ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ბაიო (35), 2:0 ბაიო (50), 2:1 მოლამბი (67)