“უნიკალური ქალაქი გვაქვს” – გალერეა შარდენში ირინა აბჟანდაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა (ვიდეო)

„შენს პროფესიასთან რომანი თუ არ გაქვს, საქმე არ გამოვა“ –  ამ სიტყვების ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი და დიზაინერი ირინა აბჟანდაძეა.

დღეს, გალერეა შარდენში ირინა აბჟანდაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოგამოფენის ინსპირაციაა თბილისი.

“უნიკალური ქალაქი გვაქვს. ასე მგონია, ზოგჯერ, მობინადრეებმა არც კი იციან როგორ სახლში ცხოვრობენ,” – ამბობს ხელოვანი.

ცნობისათვის- 

გალერეა შარდენი – ჭავჭავაძის გამზირი # 23 (მზიურის პარკთან)
🔹გალერეა მუშაობს ყოველდღე
🔹სამუშაო საათები : 12:00-18:00

ასევე დაგაინტერესებთ