უნივერმაღის” შენობის გარდა ახალაიამ წაგვართვა 21 ობიექტი – თამაზ წულაია

უნივერმაღის” შენობის გარდა ახალაიამ წაგვართვა 21 ობიექტი – თამაზ წულაია
პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბიზნესის რეკეტზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული თამაზ წულაია საუბრობს.
„ახალაიამ ყველაფერი იცოდა. ციხეში იმიტომ დამაყოვნა, რომ ეს საქმე გაკეთებულიყო. ახალაიამ იცოდა, დავით როგავამ როგორ მიითვისა ენგური, აქციის საფასურად მიითვისა ჩემი წილი და ყველაფერი. ახალაია იმის კაცი არ იყო 50 ათასი დოლარი აეღო?! რომ მიეცათ ნახევარი მილიონი დოლარი, აიღებდა. ეს შენობა ღირდა სამიდან ხუთ მილიონამდე. ახალიამ რომ წაართვა ამათ ეს და რომ გააქცია ეს ხალხი რომ შეაშინა, რადგან ფული არ მიიღო იმდენი, რამდენიც უნდოდა, იცოდა ამათი გაფუჭებული საქმე რა იყო, შეეშინდათ ამათ და გაიქცნენ. ორს გამოუტანეს ხუთ ნახევარი წელი დაუსწრებლად. უნივერმაღის შენობის გარდა [ახალიამ] წაგვართვა 21 ობიექტი. ყველაფერი წაგვართვა. ეს ყველაფერი ვის მისცა, რა გააკეთა არ ვიცი, სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომელიც არ არის გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა. “უნივერმაღი ენგური” გადასცა თავის შვილს“-განაცხადა თამაზ წულაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით