უნდა დავასრულოთ საქართველოში სიბნელე – სოფო ჭყონია

ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე, უნდა დავასრულოთ საქართველოში სიბნელე, – ამის შესახებ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა, სოფო ჭყონიამ განაცხადა.
სოფო ჭყონია ხმის მისაცემად უბანზე მამასთან, თემურ ჭყონიასთან, ერთად მივიდა.
როგორც ჭყონიამ ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განმარტა, ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.
„ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და არ იცის ვის მისცემს ხმა, ვეტყვი, რომ აუცილებლად, ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე, უნდა დავასრულოთ საქართველოში სიბნელე, ეს ჩემთვის სიბნელეა და ალბათ ყველასთვის.
მიეცით ხმა თქვენი შვილების და თქვენს მომავალს – ევროპული იქნება თუ როგორი იქნება, ის აუცილებლად უნდა იყოს მსოფლიოს ნაწილი. საქართველო ვერ იქნება იზოლირებული და ვერ იქნება ფეოდალური სახელმწიფო“, – განაცხადა სოფო ჭყონიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო ა, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
წყარო: bm.ge