უნდა გამოიკითხოს თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე – მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად პრეზიდენტი

უნდა გამოიკითხოს თუ არა, 7 ნოემბრის საქმეზე , ამაზე მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად სალომე ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება დასვას ამაზე კითხვები:
“სალომე ზურაბიშვილის პოზიცია საინტერესო იქნება ამ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, რადგანაც ბოლო პერიოდში დამთბარი ურთიერთობები და შექებები, რომელიც ისმის სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ასეთ დროს საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ძალაუნებურად აღმოჩნდა იმ ბრალდებების ადრესატი, რომელსაც სააკაშვილის მხრიდან, ამ ქვეყანაში რუსული საქმის კეთება ჰქვია. საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება დასვას ამაზე კითხვები,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი – კითხვა აქტუალური მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გახდა. ბოლო სასამართლო პროცესზე, სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა და “ეფესბეს” კვალზე ისაუბრა, რის შემდეგაც განცხადება გოგა ხაინდრავამ გააკეთა და მოითხოვა მასთან ერთად, დაიკითხონ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაშინდელი ოპოზიციის სხვა ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია