უნდათ, რომ ბრიუსელიდან დაფინანსებულმა მედიებმა ქართველი ხალხი აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ განაწყონ. ეს არის ბოროტი განზრახვის ჩამოგდება ქართულ და ამერიკულ ურთიერთობებში
ეს არის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე როდესაც ასეთ ინსინუაციებს აკეთებთ, თითქოს აშშ-ის საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, მიიჩნევს თუ არა ადრესატად მისი გუნდი ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, სადაც მარკო რუბიო ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს ვენესუელის მსგავს რეჟიმებს დასავლეთ ნახევარსფეროში და არ მისცემს სივრცეს „ჰეზბოლას, ირანსა და მავნე გავლენებს“, რომელი განცხადებაც გუშინ საქართველოში ამერიკის საელჩომ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.
„ხელს რა გიშლით, რომ ჰკითხოთ შეერთებული შტატების საელჩოს?! სამარცხვინოა, რომ ჩრდილოვანად, ევროპიდან დაფინანსებული მედიები დღეს ცილს სწამებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. ეს არის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე როდესაც ასეთ ინსინუაციებს აკეთებთ, თითქოს აშშ-ის საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება. წერა-კითხვის მინიმალური უნარებია საჭირო და კონტექსტის ცოდნის ამის გაგებისთვის. უნდათ, რომ ბრიუსელიდან დაფინანსებულმა მედიებმა ქართველი ხალხი აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ განაწყონ. ეს არის ბოროტი განზრახვის ჩამოგდება ქართულ და ამერიკულ ურთიერთობებში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.



