უნგრეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას

უნგრეთი კვლავ იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს სა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ექვსთვიან გახანგრძლივებას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოზე დაყრდნობით ოთხშაბათს განაცხადა უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა სახალხო დიპლომატიისა და ურთიერთობების საკითხებში, ზოლტან კოვაჩმა,

გარდა ამისა, ბუდაპეშტი აცხადებს, რომ უარს იტყვის მე-15 პაკეტის დამტკიცებაზე. ევროკავშირის ქვეყნები მის შემოღებას რუსეთის მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მესამე წლისთავზე გეგმავენ.
სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ორშაბათს სანქციების გახანგრძლივებას არ დათანხმდება. მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საჭიროა „დრო მიეცეს -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან სამშვიდობო ძალისხმევისთვის“.

უნგრელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ 20 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს. სიიარტო ამტკიცებს, რომ ეს დახმარება გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ არ უბიძგებს მას მშვიდობისკენ.
უნგრეთი იანვარში უკვე დაიმუქრა, რომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას ვეტოს დაადებდა. ბუდაპეშტის პოზიცია კრიტიკას იწვევდა ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებდა, რომ სანქციებისთვის ვეტოს დადებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავს გამოავლენდა “[რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმირ პუტინის გუნდის წევრად”.
იანვრის ბოლოს სანქციები გაგრძელდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა უარი თქვა წინააღმდეგობაზე. სანაცვლოდ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ დაამტკიცებდნენ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების შესახებ განცხადებას და გააგრძელებენ მოლაპარაკებებს უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების განახლების შესახებ.
ს გადაწყვეტილებას, რუსეთის გაზის ტრანზიტი 1 იანვრიდან შეეწყვიტა, მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა უნგრეთისა და ს მხრიდან. უნგრეთი მანამდე კიევისგან ითხოვდა ტრანზიტის განახლებას და ასევე მილსადენ “თურქეთის ნაკადის” უსაფრთხოების გარანტიებს.