უნგრეთი ვეტოს დაადებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატივას – საგარეო მინისტრი სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე.
10 დეკემბერს ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პიტერ სიიარტომ განაცხადა:
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში. თუკი ასეთი შეთავაზება გაჩნდება, უნგრეთი მას დაბლოკას. ეს ნამდვილად ასე იქნება“.
მის ამ განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრეს-სპიკერი საერთაშორისო საკითხებზე, ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.
წინა დღით, 9 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ განაცხადა, რომ რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები „საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან“.
მან ისაუბრა პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე, რასაც ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება და თქვა, რომ იმედოვნებს, წევრ ქვეყნებს დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“.
ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე თქვა, რომ ეს საკითხები მომდევნო კვირაში გადაწყდება.
საგარეო მინისტრმა სიიარტომ 10 დეკემბერს ბრიფინგზე ასევე შეაქო „ქართული ოცნება“ 2024 წლის ს შედეგებისათვის და უწოდა მას „პატრიოტული, კონსერვატიული მთავრობა“. მან გააკრიტიკა „ლიბერალური მეინსტრიმის მოსალოდნელი პასუხი“ არჩევნების შედეგების მიმართ და განაცხადა, რომ „ოპოზიციას რომ გაემარჯვა, ბრიუსელი ტაშს დაუკრავდა დემოკრატიას“.
მან ასევე დაგმო ევროპარლამენტის ბოლო, 28 ნოემბრის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა