უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ ყველა ის უფლება აღდგება, რაც უნგრულ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა შეიძლება შედგეს

თუ ყველა ის უფლება აღდგება, რაც უნგრულ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ სა და ს შეხვედრა შეიძლება შედგეს, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
კითხვაზე შეიძლება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდნენ, პიტერ სიიარტომ უპასუხა, რომ შეხვედრა იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ უნგრული უმცირესობების უფლებებს აღადგენს.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: თუ ყველა ის უფლება აღდგება, რაც უნგრულ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ შეხვედრა შეიძლება შედგეს. არა მაშინ, როდესაც დაპირებებს გასცემენ, არამედ მაშინ, როდესაც მათი უფლებების აღდგენა მოხდება, მაშინ შეიძლება სამიტი გაიმართოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
პიტერ სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე უნგრეთის მოლოდინების შესახებ ინფორმაციას ფლობს.