უნგრეთის პრეზიდენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხება. როგორც Reuters წერს, აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს შვედეთს ალიანსის 32-ე წევრი უახლოეს დღეებში გახდეს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იუნსონის განცხადებით ამ ნაბიჯს სტოკჰოლმისთვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს:
„საბედნიეროდ, ჩვენ გავხდებით ალიანსის წევრები და ეს მოხდება არა კვირებში, არამედ რამდენიმე დღეში“ — აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა. იუნსონის განცხადებით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ორმხრივი სარგებლის მატარებელი იქნება, როგორც ქვეყნისთვის ასევე ალიანსისთვისაც.
26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტის 199 დეპუტატიდან 194-მა მხარი დაუჭირა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.
გასულ წელს NATO-ს წევრი გახდა ფინეთიც. ორივე ქვეყანამ ალიანსის წევრობაზე განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც რუსეთმა ში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის საბაბად ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მზაობა გამოთქვა და ამისკენ სწრაფვა დაიწყო.
ალიანსში ახალი ქვეყნის მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ფინეთისა და შვედეთის სურვილს, გამხდარიყვნენ NATO-ს წევრები, თითქმის ყველა წევრი სახელმწიფო დროულად დათანხმდა. პროცესი გააჭიანურა თურქეთისა და უნგრეთის პოზიციებმა. თუმცა, საბოლოოდ, ორივე წევრი ქვეყანა დათანხმდა ალიანსის გაფართოებას.
Reuters აღნიშნავს, რომ ახლა ფორმალური პროცედურებიდან, დოკუმენტაციის ვაშინგტონში გადაგზავნაა დარჩენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე – 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს – სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის „მსხვილმანი თაღლითი“