უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო – ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნგრული სამხედრო დრონი იყო, რეალობას არ შეესაბამება

უნგრეთის არმიას არ განუხორციელებია და არ მიუღია ბრძანება უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე დრონის გაშვებაზე, – ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი თქმით, „უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნგრული სამხედრო დრონი იყო, რეალობას არ შეესაბამება“,
„უნგრეთია არმიას არ განუხორციელებია და ბრძანება არ მიუღია თითქოსდა დრონის გაშვებაზე უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე, რის შესახებაც მედია ავრცელებდა ინფორმაციას. ასევე არ მიგვიღია ინფორმაცია ასეთი შემთხვევის შესახებ უკრაინული მხარისგან, იმის მიუხედავად, რომ მათთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
უნგრეთის თავდაცვის უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ნატოს ფარგლებში Adaptive Hussars 2025 სამხედრო წვრთნები გრძელდება.
„წვრთნების შესახებ მუდმივად ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ ჩვენი, ნატოს მოკავშირეები, არამედ უკრაინული მხარეც“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ მას -უნგრეთის საზღვარზე დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

„ძლიერი საქართველო“ – “4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“ – ვიწყებთ ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას