უნგრეთის ვეტოს ფონზე, ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად ეძებს “პოტენციურ ალტერნატივებს”

ევროკავშირის ლიდერებმა 15 დეკემბერს გამოთქვეს რწმენა, რომ გზას გაუხსნიან დახმარებას, რომელიც ს 2024 წლის დასაწყისში უნდა გამოეყოს, უნგრეთის მხრიდან ვეტოს მიუხედავად.
ერთი დღით ადრე, უნგრეთის გამოკლებით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე, უკრაინაში ს შეჭრის მიუხედავად.
მაგრამ ბუდაპეშტი ევროკავშირის საბიუჯეტო მოლაპარაკებას – მათ შორის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას – უკავშირებს ევროკავშირის გაყინულ თანხებს უნგრეთისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, “ახლა ასევე საჭიროა მუშაობა პოტენციურ ალტერნატივებზე, რათა ამ საქმეს ოპერატიული გადაჭრა მოეძებნოს… ერთსულოვნება შეუძლებელია”.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება