“უმძიმეს შემოდგომას დავუყენებთ” – სხვიტარიძის დედა შვილის მწამებელთა დასჯას ითხოვს

საბა სხვიტარიძის დედა, ელენე ახობაძე ამბობს, რომ მის შვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს, რაც ძალადობის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს.
გამეფებულია დაუსჯელობა, თუნდაც საბას სიტუაციაში. აწამეს და არცერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. ჩემს შვილს პირადად დაზარალებულის სტატუსი აქვს ანუ ფაქტია, თვითონვე აღიარეს. მაშინ გამოძიება დაიწყონ და დასაჯონ თითოეული. უმძიმესი შემოდგომა დაუდგებათ, უმძიმეს შემოდგომას დავუყენებთ, ვიდრე არ ვიპოვით სამართალს. საქართველო ხომ გვაქვს გასათავისუფლებული, მაგრამ სამართალიც საპოვნელია და აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, – ამბობს საბა სხვიტარიძის დედა ელენა ახობაძე.
საბა სხვიტარიძის საქმეზე საუბრობს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძეც, რომელიც ყურადღებას არასათანადო მოპყრობის განსაკუთრებულ შემთხვევაზე ამახვლებს.
საბას საქმე იყო ერთ-ერთი, როდესაც მათ შორის ასეთი წამების, არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაციას ეხებოდა, არა მხოლოდ… ჩვენ ვიცით, რომ წამების პრაქტიკა ეხებოდა ხოლმე ძირითადად დაკავებისას და არა უშუალოდ განყოფილებაში და ეს იყო ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული შემთხვევა, როდესაც საბა საუბრობდა სწორედ განყოფილებაში, გამოძიების წინაშე მომხდარ არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე და ეს საქმეც ამ დრომდე არ არის გამოძიებული, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
შეგახსენებთ, რომ უდანაშაულოდ გამოცხადებული ნიკა კაცია ახალ ბრძოლას აანონსებს. ჟურნალისტი, რომელიც გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ამბობს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის ძალოვანი, რომელიც მის საქმეში ფიგურირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ