უმძიმესი ფაქტი პორტუგალია-სლოვენიის მატჩის მიმდინარეობისას – “სტიუარდები” გულშემატკივარს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ [VIDEO]

პორტუგალია-სლოვენიის მატჩის მიმდინარეობისას უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან “სტიუარდები” ერთ-ერთ გულშემატკივარს.
ქალაქ ფრანკფურტის პოლიციამ, სადაც აღნიშნული დაპირისპირება გაიმართა, უკვე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
Uefa-ში გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. შეხსენებისთვის, ამ შეხვედრაში პორტუგალიამ სლოვენიას პენალტების სერიაში სძლია.