უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში – ხანძრის შედეგად 5 წლის ტყუპები დაიღუპნენ

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 5 და 6 წლის ბავშვები საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ. გადარჩა მათი ოჯახის კიდევ ორი წევრი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ცეცხლი სანთლიდან გავრცელდა, რადგან ოჯახს დენის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.
ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე სამაშველო ბრიგადამ მოახერხა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დედა და მისი ოთხი შვილი აღნიშნულ კორპუსში მდგმურად ცხოვრობდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება