უმსხვილესი სუვერენული ფონდი ამბობს, რომ ევროპული ბაზრები აშშ-ს ჩამორჩება – Financial Times

ნორვეგიის 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების საპენსიო ფონდმა ევროპის კაპიტალის ბაზრების სასწრაფო რეფორმირება მოითხოვა. ამ კვირაში ფონდი ევროკომისიის კონსულტაციის შესახებ ოფიციალურ პასუხს წარადგენს, სადაც გაფრთხილებას იძლევა, რომ კონტინენტი შესაძლოა კონკურენტუნარიანობის მხრივ -სა და აზიას კიდევ უფრო ჩამორჩეს, იტყობინება Financial Times.
ნორვეგიის სამთავრობო საპენსიო ფონდი, ასევე ცნობილი როგორც ნავთობის ფონდი, ევროპაში ყველა რეგისტრირებული კომპანიის საშუალოდ 2.5%-ს ფლობს, რაც მას ევროპული აქტივების უდიდეს ერთეულ მფლობელად აქცევს. მის საკუთრებაშია SAP, ASML, Novo Nordisk, Nestle და UBS. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროპული აქციების წილი ნორვეგიული ფონდის მთლიან აქტივებში 26%-დან 15%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, აშშ-ის წილი იმავე პერიოდში 21%-დან 40%-მდე გაიზარდა.
ფონდმა კაპიტალის ბაზრების განვითარების ძირითად დაბრკოლებებად ევროპულ ქვეყნებში სამართლებრივი რეგულირების მოდელებში არსებული განსხვავებები, მათ შორის ფასიანი ქაღალდებისა და კორპორაციული სამართლის ეროვნული განსხვავებები დაასახელა. ამავდროულად, ევროპული აქციების ლიკვიდურობა კონკურენციისა და ინოვაციების გზით უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო ზედამხედველობა ევროპულ დონეზე უნდა გაერთიანდეს.