უმნიშვნელო ინტერვენციების ჩარევა გახდა საჭირო – პრემიერი ლარის კურსის გამყარების მიზეზებზე
რეალურად ამ დღეებში [ეროვნული ბანკის მხრიდან] უმნიშვნელო ინტერვენციების ჩარევა გახდა საჭირო – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენციის განხორციელება გახდა საჭირო. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც მაშინვე, თავად დაიწყო გამყარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა, კონკრეტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა რომ დეტალებზე ეროვნული ბანკი ისაუბრებს.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
· 1 აშშ დოლარი – 2.8160 ლარი. კურსის ცვლილება 2.88 თეთრი.
· 1 ევრო – 2.9551 ლარი. კურსის ცვლილება 2.91 თეთრი.