უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით – ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის

მამაკაცის კანს ისევე სჭირდება ყოველდღიური საფუძვლიანი წმენდა და დატენიანება, როგორიც ქალს. ტესტოსტერონი მეტი ცხიმის წარმოქმნას უზრუნველყოფს, მამაკაცებს ხშირად უფრო ცხიმიანი და გაფართოებული კანი აქვთ.
ჭარბი ცხიმის გამოყოფა პირდაპირ არის დაკავშირებული შავი წერტილების წარმოქმნასა და გამონაყართან, რასაც ემატება ყოველდღიური პარსვა, რაც არასათანადოდ დატენიანების შემთხვევაში კანს კიდევ უფრო აღიზიანებს.
Recipe for men – ბრენდი, რომელიც კანის პრობლემებს მოგიგვარებთ
კაცის კანი ქალისგან გარკვეული ქალის კანზე 20-25%-ით უფრო სქელი და ოდნავ უხეშია, ამიტომ მას სპეციფიკური მოვლის საშუალებები სჭირდება.
მამაკაცის კანის მოვლის საშუალებები შექმნილია ფორმულით, რომელიც აგვარებს კონკრეტულ პრობლემებს – მომატებული ცხიმიანობა, გამონაყარი, პარსვის შემდეგ გაუხეშებული კანი და სხვა. უმაღლესი ხარისხის შვედური ბრენდის „რესიფის“ (Recipe for men) დასაბანი, დამატენიანებელი და სამკურნალო პროდუქტები კონცენტრირებულია ფორების ღრმა წმენდაზე, დამცავი ბარიერის დაცვასა და დატენიანებაზე, რაც ჯანსაღი კანის საწინდარია.
ყოველდღიურად სამწუთიანი რუტინა დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ უსიამოვნო პრობლემები და კომფორტულად იგრძნოთ თავი ნებისმიერ სიტუაციაში. შედეგის მისაღებად დღისით და საღამოს Recipe for men-ის სულ რაღაც სამ-სამი პროდუქტი დაგჭირდებათ:
პროდუქტები, რომელიც საღამოს უნდა გამოიყენოთ:
სახის დასაბანი გელი
ჩვეულებრივი საპნები აშრობს კანს, რის დასაკომპენსირებლადაც ცხიმოვანი ჯირკვლები კიდევ უფრო მეტ ცხიმს წარმოქმნის და იზრდება ფორების დახშობისა და გამონაყარის გაჩენის შანსი. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია საპნები გელებით ჩავანაცვლოთ. „რესიფის“ გამწმენდი საშუალება საფუძვლიანად გაგისუფთავებთ კანს გამოშრობის გარეშე და მოამზადებს მას შემდეგი საფეხურისთვის.
„რესიფის“ კრემი მატირების ეფექტით დაგირეგულირებთ ცხიმიანობას, ამავდროულად ეფექტურად დაგიტენიანებთ კანს. რაც მთავარია, საცხი მარტივად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს.
დაიტანეთ კრემი გამწმენდი გელის შემდეგ საფეხურად და თუ მუქი უპეები და შეშუპება გაწუხებთ, არ გამოგრჩეთ თვალის დამატენიანებელი გელის გამოყენებაც.
როცა კანის მოვლაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი პროდუქტი, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს და ქრონიკული დაავადებების, მათ შორის სიმსივნის პრევენციაში წამყვან როლს ასრულებს.
ჩამოთვლილი საფეხურების შემდეგ, ყოველ დილით კარგად გადაინაწილეთ „რესიფის“ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დაგიცავთ წვრილი ნაოჭების წარმოქმნისა და პიგმენტაციისგან.
პროდუქტები, რომლებიც საღამოს უნდა გამოიყენოთ:
სახის სკრაბი
100%-ით ნატურალური სახის გამწმენდი სკრაბი ნაზი ფორმულით ეფექტურად ასუფთავებს კანს გაღიზიანების გარეშე. მასში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას და იცავს მას გაუწყლოებისგან. გამოყენების შემდეგ კანი ხდება უფრო გლუვი და ჯანსაღი.
სახის შრატი
შრატს კანზე მინიმუმამდე დაჰყავს წვრილი ნაოჭები. მასში შემავალი ინგრედიენტები უზრუნველყოფს კანის მუდმივ დატენიანებას, აძლიერებს და ამკვრივებს მას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, წვერის მოვლის ან პარსვის სწორი რუტინაც, რომლის შედგენაშიც ასევე დერმატოლოგების მიერ რეკომენდებული შვედური ბრენდი Recipe for Men დაგვეხმარება:
წვერის ელექსირი
ელექსირი დამზადებულია ნატურალური ზეთებისგან, არბილებს წვერს, მატებს მას ბზინვარებას და ამარტივებს დავარცხნის პროცესს. რეკომენდებულია ყველა ტიპის თმისთვის. პროდუქტის მცირე რაოდენობა გადაინაწილეთ ჯერ ხელზე და შემდეგ დაიტანეთ წვერზე.
წვერის ბალმი
„რესიფის“ სურნელოვანი წვერის ბალმი არბილებს თმას, აადვილებს დამორჩილებას და მარტივად მისცემთ მას სასურველ ფორმას. ბალმი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება.
იმისათვის, რომ თქვენი კანი და წვერი იდეალურად გამოიყურებოდეს, არ გჭირდებათ ათობით პროდუქტი, „რესიფის“ მოვლის საშუალებები დაგეხმარებათ, მოკლე დროში მიაღწიოთ სასურველ შედეგს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
R
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს