უკრაინული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულია რუსი პოლკოვნიკი, ბრიგადის მეთაური კროპოტოვი

ლუგანსკზე უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულია რუსი პოლკოვნიკი, 59-ე ბრიგადის მეთაური პაველ კროპოტოვი.
13 აპრილს, ქალაქ ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა მ სარაკეტო იერიში მიიტანა მანქანათმშენებელ ქარხანაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ილია ევლაშმა თქვა, რომ იერიშისას გამოყენებული იქნა უცხოური წარმოების რაკეტები.
უმაღლესი სამხედრო განათლების მქონე კროპოტოვი 2015-2016 წელს სირიაში ვიცეპოლკოვნიკის წოდებით იბრძოდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა ბრიგადის მეთაური და მიიღო პოლკოვნიკის წოდება.