უკრაინული მედია – უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ს კანონპროექტი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებს, მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა არავინ მისცა.
შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. მეორე დღეს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოკიდებული ხდებოდნენ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი 22 ივლისის საღამოს მოაწერა. მიღებული კანონის წინააღმდეგ ში საპროტესტო აქციები დაიწყო.
საზოგადოებისა და ევროკავშირის გამოხმაურების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა 24 ივლისს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს რადაში საკუთარი კანონპროექტი წარადგინა.