უკრაინული მედია – უკრაინელი მეღვინეები ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი ქართული და სომხური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

უკრაინელი მეღვინეები ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი ქართული და სომხური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, „ეკონომიჩესკაია პრავდა“ ავრცელებს.
უკრაინული გამოცემის ცნობით, კორპორაცია Ukrvinprom-ში გაერთიანებული მეღვინეები, კიევს მოუწოდებენ, რომ საქართველოდან და სომხეთიდან ღვინისა და კონიაკის იმ მწარმოებლებს სანქციები დაუწესდეს, რომელთა პროდუქციაც, მათივე თქმით, რუსეთსა და ს მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იყიდება.
სანქციების დაწესების წინადადებით Ukrvinprom-მა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართა.
Ukrvinprom-ის გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმერ კუჩერენკომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში საბაჟო პროდუქციას ში არ შეუშვებს და აღნიშნა, რომ ქართული და სომხური ღვინისა და კონიაკის სრულ აკრძალვაზე საუბარი არ არის.