უკრაინული მედია – უკრაინამ სარატოვისა და სამარის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

უკრაინამ სარატოვისა და სამარის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სამხედრო ძალებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
უკრაინული ძალების დარტყმების შედეგად რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრები გაჩნდა.
ამასთან, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა სამარაში მაგისტრალური სატრანსპორტო ობიექტი დააზიანეს, რომელსაც სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ნავთობი გადააქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე – როგორც “მოსკოვის მექანიზმი“ არ ცვლის არაფერს ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, საერთოდ არ არის საინტერესო ჰააგის ტრიბუნალის საკითხი -საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს