უკრაინული მედია – უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქარხნის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსეთის ხელისუფლებას თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება