უკრაინული მედია – რუსეთმა ს 614 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია

რუსეთმა ს 614 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 577 რუსული სამიზნე ობიექტი გაანეიტრალა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 574 დრონი, „კინჟალის“ ტიპის 4 რაკეტა, „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, Х-101-ის ტიპის 19 ფრთოსანი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტა და დაუდგენელი ტიპის 1 რაკეტა გაუშვეს.
რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რუსებმა 21 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. თავდასხმის შედეგად, ზაკარპატიის ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში 12 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები შეიძლება ჰააგის სასამართლოს სკამამდე მიიყვანოს – იმედია, ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება

გია ვოლსკი – ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას – არ გამოვრიცხავ, რომ BBC-ის სტატიაც ამ მიზნითაა გამოშვებული