უკრაინული მედია – რუსებმა უკრაინას ხუთი რაკეტითა და 170 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას ხუთი რაკეტითა და 170 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 5 ბალისტიკური რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 170 დრონი გაუშვეს, მათგან 142-მა მიზანს ვერ მიაღწია.
„თავდაცვის ძალებმა Shahed-ის ტიპის 74 დრონი ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში ჩამოაგდეს. მტრის 68 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესის, ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და კიევის ოლქები დაზარალდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო