უკრაინული მედია – რიაზანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რიაზანში აფეთქებების ხმა ისმოდა – ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რიაზანის მოსახლეობის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქის თავზე სულ მცირე 10 აფეთქების ხმა გაისმა.
რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, „ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია“.
ასევე, ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 65 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათგან 16 დრონი კი რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ