უკრაინული მედია – მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის ოლქში მაღალი რანგის კოლაბორანტის ლიკვიდაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ინტერფაქს-” სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა. დამნაშავის ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა”, – განაცხადა “ინტერფაქს-უკრაინას” წყარომ.
ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო გამოცემამ “რია ნოვოსტი” ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ილია კივას ცხედარი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სოფელ სუპონევოში იქნა აღმოჩენილი. მათ კივას გარდაცვალების გარემოებები ან მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ.
ინფორმაციისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ს მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კივა რუსეთში გაიქცა. უკრაინულმა სასამართლომ კივას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისთვისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისა და გადაგდებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრი – ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას