უკრაინული მედია – დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს – გვყავს 52 დაშავებული, 30-მდე საავადმყოფოშია, მათ შორის 9 ბავშვი

ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია წერს, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა და ათობით ადამიანი დაშავდა.
„ჩვენ გვყავს 52 დაშავებული, 30-მდე საავადმყოფოშია, მათ შორის 9 ბავშვია. სამწუხაროდ, ეს რიცხვი გაიზრდება. რუსი ტერორისტების მიზანმიმართული დარტყმის შედეგად ს ორი მცხოვრები დაიღუპა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა კიევის გენერალური შტაბის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ.
მისივე თქმით, მხოლოდ კიევში გასული ღამის განმავლობაში ს თავდასხმები 27-ზე მეტი ადგილას მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.