უკრაინის ცესკოს თავმჯდომარე: ამ ეტაპზე არჩევნების შესახებ ლაპარაკი სასარგებლოა აგრესორისთვის

„ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების შესახებ ლაპარაკი სასარგებლოა აგრესორისთვის, რომელსაც ვითარების დესტაბილიზაცია სურს“, თქვა ოთხშაბათს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ოლეჰ დიდენკომ. მისი თქმით, ამ საკითხს წამოჭრიან იმისთვის, რომ „ძირი გამოუთხარონ უკრაინის მთავრობის ლეგიტიმურობას, დაასუსტონ მთავრობის მიმართ ნდობა და დაასუსტონ კიევისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა“.
დიდენკომ ამას უწოდა „ჰიბრიდული ომი“, რომელსაც „მტერი აქტიურად იყენებს“.
ცესკოს თავმჯდომარის სიტყვებით, უკრაინაში არჩევნების ჩატარება „თეორიულად შესაძლებელია“, მაგრამ ამისთვის აუცილებელია დამყარდეს მშვიდობა და გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა.
„დღესდღეობით არც ფაქტობრივი და არც იურიდიული საფუძველი არა გვაქვს არჩევნებზე სალაპარაკოდ. ამჟამად საგანგებო მდგომარეობა გვაქვს გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ხდება არჩევნების ორგანიზება ან ჩატარება,“ თქვა დიდენკომ.
ის ასევე შეეხო ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონული გზით კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში ძალზე რთული იქნებოდა ამის გაკეთება და ეს დამატებით ეჭვებს გააჩენდა კენჭისყრის სანდოობის მიმართ. თავის მხრივ, ეს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს.
დღესვე, უფრო ადრე, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი და მას უწოდა „დიქტატორი, რომელიც არ აურჩევიათ“. მსგავსი ბრალდება არაერთხელ წაუყენა ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. უკრაინაში საპრეზიდენტო , რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, არ გამართულა ქვეყანაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა