უკრაინის შს მინისტრი – ტერნოპილში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი

ტერნოპოლის საცხოვრებელ უბნებზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლომენკო „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
„10 გარდაცვლილი და 37 დაშავებული (მათ შორის 12 ბავშვი). მაშველები აგრძელებენ ადამიანების ევაკუაციას ბინებიდან. ასევე ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ტერნოპოლის ოლქები რუსეთის ძალებმა მძიმედ დააზარალეს. ამჟამად, ცხრა ლოკაციაზე დაახლოებით 500 მაშველი და 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?