უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი – რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა

რუსეთის ფედერაციის მიერ ზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
ოფიციალური მონაცემებით, ს თავდასხმამ 13 რეგიონი დააზარალა: ქალაქი , კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავას ოლქები.
თავდასხმის შედებად დაზიანდა 80-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, დაფიქსირდა ხანძრის 27 კერა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი – დაშავდა.
დაღუპულებს შორისაა სამი ბავშვი ჟიტომირის ოლქში მცხოვრები ერთი ოჯახიდან. მათი მშობლები საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედა მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!